ევროპელი მოსახლეობის აქამდე უცნობი მეოთხე სამემკვიდრეო "მოდგმა" საქართველოდან.

2015 წ. 16 ნოემბერი 2 hunter-gatherers
დასავლეთ საქართველოში ნაპოვნი 10000 წლის ჩონჩხი, რომლიდანაც მოხერხდა დნმ-ის ამოღება.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს თანამედროვე ევროპელების გენოფონდის შემადგენელი მეოთხე მოდგმა.

სამეცნიერო კვლევამ დაადგინა, რომ ევროპელები წარმოადგენენ სამი ძირითადი მოდგმის ნაზავს - - მკვიდრი მონადირეების, შუა აღმოსავლეთის მიწათმოქმედი ტომების და ბრინჯაოს ხანაში აღმოსავლეთიდან შემოსული მოსახლეობისა.

ახლახან კავკასიაში აღმოჩენილმა დნმ-მა გამოააშკარავა ამ ნაზავის შემადგენლობის მეოთხე მოსახლეობა.

დაწვრილებით ამ კვლევის შესახებ ინფორმაცია მისაწვდომია ამ გვერდზე Nature communications.

გასულ წლებში მეცნიერების განვითარებამ შესაძლოდ გახადა უძველესი სამარხებიდან ადამიანის გენომის ამოღება და მისი შესწავლა. ადამიანის ყოველი უჯრედის ატომში შემავალი გენომი წარმოადგენს ადამიანის ქსერო-ასლს.

ასეთი სახის მონაცემების მოზვავებამ შეცვალა ჩვენი თვალთახედვა თანამედროვე კაცობრიობაზე. მან ასევე მიგვანიშნა, რომ თანამედროვე გენეტიკური მოდელები ნაკლებად ითვალისწინებენ უძველესი გენომების თავისებურებას.

ევროპელების პირველმა წინაპრებმა, მონადირე-შემგროველებმა, პირველად ევროპაში შეაღწიეს აზიიდან 40 ათასი წლის წინ გამყინვარების ხანამდე. მაგრამ 7000 წლის წინ ისინი აღგვილ იქნენ შუა აღმოსავლეთიდან მიგრირებული მიწათმოქმედი მოსახლეობის მიერ.

ენობრივი ცვლილებები

დაახლოებით 5000 წლის წინ იამნაიად წოდებული ხალხი (Ямная культура*მთარგმრნელის მითითება) ევროპაში შეიჭრა თანამედროვე უკრაინის და რუსეთის სტეპებიდან.

შესაძლოა, ზუსტად ამ ცხენებზე ამხედრებულმა ლითონის გამომყენებლებმა ევროპაში შემოიტანეს ინდო-ევროპული ოჯახის ენები: დღევანდელი ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა ინდო-ევროპულ ენებზე საუბრობს."იამნაიას" სამარხებში აღმოჩენილი შავი ჭირის დნმ-ი და ამ დაავადების გავრცელება ზოგიერთი მკვლევარის მიერ მიჩნეულია იმდროინდელი ევროპის მოსახლეობის რაოდენომის დადასტურებული მკვეთრი დაცემის მიზეზად

"იამნაიამ" იმდენად შეცვალა ცენტრალური და ჩრდილო ევროპელების გენოფონდი, რომ მაგალითად, ნორვეგიელების ნახევარი ამ სტეპების მწყემსების შთამომავალია.

თავის მხრივ. "იამნაია" ასევე წარმოადგენდა შერეულ მოსახლეობას. მისი მოსახლეობის ერთი ნახევარი მაშინდელი ევროპელების მოძმე ხალხი იყო, მეორე კი საკმაოდ ახლოს ენათესავებოდა შუა აღმოსავლეთის მიწათმოქმედ ტომებს.

მეცნიერებმა ახლახან შეისწავლეს საქართველოში აღმოჩენილი 13000 წლიდან 9700 წლამდე ასაკის ორი მონადირე-შემგროვებლის დნმ-ი. შედეგი ცხადყოფს, რომ ეს ორი კავკასიელი მონადირე სავარაუდოდ წარმოადგენენ "იამნაიას" მიწათმოგმედი ხალხის გენეტიკურ წყაროს.

გამყინვარება და განცალკევება

კავკასიური მონადირე-შემგროვებლის გენომი მოწმობს სამხრეთით მდებარე 10000 წლის წინ მიწათმოქმედებაზე გადასულ შუა აღმოსავლეთის მოძმე ტომებთან ხანგრძლივ ურთიერთობას. მაგრამ მათი ურთიერთშერწყმა დასრულდა 25000 წლის წინ ვიდრე დადგებოდა გამყინვარების ხანის პიკი.

The Yamnaya people had an important impact on the genetics of northern and central Europe
იამნაიას ხალხმა შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი ჩრდილოეთი და ცენტრალურ ევროპის გენოფონდში

მაგ დროისთვის მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - ამის შესახებ შეგვიძლოა ვიმსჯეწლოთ მათი ჰომოგენიზაციის მაჩვენელბით, რომელიც მიანიშნებს ერთნაირი დნმ-ის მატარებლებს შორის შეწხვილებაზე.

მყინვარის დნობისთანავე გახშირდა კავკასიელების ჯგუფის კონტაქტები სტეპების სხვა მონადირე-შემგროვებელ ტომებთან, რის შედეგად ჩამოყალიბდა "იამნაიას" ხალხის გენეტიკური საფუძველი.

2 hunter-gatherers
საწურბლია, ქუთაისი. ხედი გამოქვაბულიდან, საიდანაც ამოღებულია 13 000 წელზე მეტი ასაკის ადამიანის ძვალი.

იამნაიას კულტურის იდუალი წარმომავლობა აქამდე უცნობი იყო, აღნიშნა აღმოჩენის თანაავტორმა ანდრეა მანიკამ (Dr Andrea Manica)კემბრიჯის უნივერსიტეტიდან.

ამჟამად ამ კითხვის საპასუხოდ შეგვიძლია იმის მტკიცება, რომ აღმოჩენილია აღმოსავლეთევროპელი მონადირე-შემგროვებლების და გამყინვარების ხანაში განცალკევებული კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების დნმ-ის გენეტიკური შენარევი.

მეცნიერებს აგრეთვე მიაჩნიათ, რომ კავკასიელმა მონადერე-შემგროვებლებმა თავისი გავლენა გაავრცელეს აგრეთვე აღმოსავლეთით, კერძოდ კი სამხრეთ აზიაში.

მათი აზრით, ეს გენეალოგიური ჯაჭვი აგრეთვე ასოცირდება ამ რეგიონში ინდო-ევროპული ენების გავრცელებასთან.